თეგებით ძიება

თბილისში წყალი 10 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს.

"23 ივნისს, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სამგორის რაიონში, ჯავახეთის ქ. N14ა-თან  წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ  სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 23 ივნისს 23:00 საათიდან  24 ივნისის დილის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება

სამგორის რაიონში:

ვარკეთილის III მასივს (თავისი კვარტლებით), კალოუბნის, თრიალეთის, საცხენისის, შუამთის, წნორის წყლის, ელდარის, გახოკიძის, ჯავახეთის, გ.გაბაშვილის, ლორთქიფანიძის, კაკლიანის, ბერიშვილის ქუჩებს, კახეთის გზატკეცილის N 7, 10 და N 44-76(ლუწებს),17 შინდისელი გმირის, ნოე რამიშვილს ქუჩებს", - ნათქვამი გავრცელებულ ინფორმაციაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა