ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც აჩვენებს, რომ საქართველოში სამართლიანობა შესაძლებელია - ევროპარლამენტარი
ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე მიესალმება "მთავარი არხის" დამფუძნებლის გათავისუფლებას და აცხადებს, რომ საქართველოში სამართლიანობა შესაძლებელია.
"მივესალმები საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალებაზე, ვისი პატიმრობაც პოლიტიკურად მოტივირებული იყო. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც აჩვენებს, რომ საქართველოში სამართლიანობა შესაძლებელია', - აცხადებს ევროპარლამენტარი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია 22 ივნისს შეიწყალა.