თეგებით ძიება

ნიკა გვარამიას ციხიდან გამოსვლის ამბის წაკითხვისას ცრემლს ვერ ვიკავებდი - რებეკა ჰარმსი

ნიკა გვარამიას ციხიდან გამოსვლის ამბის წაკითხვისას ცრემლს ვერ ვიკავებდი, მიხეილ სააკაშვილიც უნდა გათავისუფლდეს - წერს ევროპარლამენტის ყოფილი წევრი, რებეკა ჰარმსი Twitter-ზე, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით.

"გუშინ გამიხარდა საქართველოდან მიღებული სიახლე და ნიკა გვარამიას ციხიდან გამოსვლის ამბის წაკითხვისას ცრემლს ვერ ვიკავებდი. 

დღეს უნდა გავიმეორო რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იცის, რომ მას ჯანმრთელობისთვის საქართველოს გარეთ მკურნალობა სჭირდება", - წერს ევროპარლამენტის ყოფილი წევრი.

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამია პრეზიდენტმა 22 ივნისს შეიწყალა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა