თეგებით ძიება
23. 06. 2023 მსოფლიო

მიზეზი არ მაქვს ვლადიმერ პუტინს ტელეფონით დავურეკო - ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მას არანაირი მიზეზი არ აქვს კრემლის ხელმძღვანელს, ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბროს.

ამის შესახებ მან ტელეარხ Franceinfo-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ახლა არ მაქვს მიზეზი, რომ დავურეკო. თუ ის დამირეკავს, ვისაუბრებთ, რადგან საფრანგეთი ყოველთვის იყო სახელმწიფო, რომელიც ხელს შეუწყობს დიალოგს“, - განაცხადა მაკრონმა.

ამასთან, როგორც უკრაინული მედია წერს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში მაკრონი სწორედ ის ლიდერი იყო, რომელიც რეგულარულად ურეკავდა პუტინს.

უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის მიაჩნდა, რომ პუტინთან სატელეფონო საუბარი დროის დაკარგვა იყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა