მე ვერ ვხედავ ნიკა გვარამიას "ნაციონალურ მოძრაობაში" - ხატია დეკანოიძე
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, "მთავარი არხის" დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას "ნაცმოძრაობაში" ვერ ხედავს.
დეკანოიძის თქმით, იცის, რომ ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილის გულშემატკივარია, თუმცა, სად გააგრძელებს ის საქმიანობას, ამ ეტაპზე, დეპუტატს ინფორმაცია არ აქვს.
"ის აღარ აპირებს "მთავარი არხის" მართვას და სრულიად შესაძლებელია ნიკა იყოს პოლიტიკაში, მისი გამოცდილებიდან, ბექგრაუნდიდან გამომდინარე, გავლენიანი ფიგურა იყო ოპოზიციურ ფლანგზე. მე ვერ ვხედავ ნიკას "ნაციონალურ მოძრაობაში", მაგრამ ეს მისი გადასაწყვეტია, როგორ განვითარდება მოვლენები და რას იტყვის ნიკა და ვფიქრობ, ცოტა ადრეა," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ გადაცემაში "დღის სტუმარი".
შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამია პრეზიდენტმა 22 ივნისს შიწყალა.
ნიკა გვარამიამ პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ, პირდაპირ ტქვა, რომ ის მთავარი არხის გენერალური დირექტორი აღარ იქნება, თუმცა, სად გააგრძელებს საქმიანობას და იქნება თუ არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი, დეტალებზე საუბრისგან მან თავი შეიკავა.