თეგებით ძიება
23. 06. 2023 სპორტი

" არ დავიღლები ამ ბიჭისთვის მადლობის გადახდით" - რას წერს ჟურნალისტი ხვიჩაზე?

ჟურნალისტი, ნინა მამუკაძე-სორდინი "ნაპოლისა" და საქართველოს ნაკრების ვარსკვლავ ხვიჩა კვარაცხელიაზე წერს და აღნიშნავს, რომ ის კვარას მადლობელია.

"ამ მატჩზე მარადონაზე ვიყავი. მეგონა, რომ რაღაც მომეჩვენა, იმდენად სწრაფად და წარმოუდგენლად შექმნა და განავითარა მომენტი. წლის გოლის მოწმე გავმხდარვარ. არ დავიღლები ამ ბიჭისთვის მადლობის გადახდით, ამდენი და ასეთი მძაფრი ემოციებისთვის.

კვარას მიერ "ატალანტასთან" გატანილი გოლი სერია ა-ს სეზონის საუკეთესო გოლად დასახელდა", - წერს ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გოლი "ატლანტას კარში" სერია ა-ს სეზონის საუკეთესო გოლად დასახელდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა