თეგებით ძიება

"ნიკა თავისუფალია! ეს გააკეთა ევროპამ, ამერიკამ და საზოგადოების აქტიურობამ" - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გათავისუფლებას ეხმაურება.

მისი თქმით, მთავარი ბრძოლა წინაა და ნიკა გვარამიას როლი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

"ნიკა თავისუფალია! ეს გააკეთა ევროპამ, ამერიკამ და საზოგადოების აქტიურობამ. ალბათ ერთადერთი ბედნიერი დღე იყო მთელი ჩემი ტყვეობის განმავლობაში ძალიან დავაფასე მის მიერ ჩემი ხსენება პირველივე წუთებში.

სულიერად ვერ გატეხეს, თუმცა ფიზიკურად აშკარად დაზარალებული ჩანს. ნიკა არის უმაგრესი! ამას ისიც ადასტურებს, რომ მის მიერ შექმნილმა არხმა გაუძლო ამ პერიოდს. ამიტომ დიდი მადლობა "მთავარის" ყველა მებრძოლს. თქვენ სასწაული მოახდინეთ! ნამდვილი ვარსკვლავები და პატრიოტები ხართ.

მთავარი ბრძოლა წინაა და ნიკას როლი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ასევე ვულოცავ მის ოჯახს ამ უსამართლობის დასრულებას. ნიკას ყოველი დღე ციხეში იყო დიდი უსამართლობა!", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამია საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 22 ივნისს შეიწყალა. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა