"დაუფასეთ პრეზიდენტს დამოუკიდებელი ნაბიჯი!" - რას წერს ბაია პატარაია?
უფლებადამცველი, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებას ეხმაურება.
მისი თქმით, პრეზიდენტის ეს საქციელი დასაფასებელია.
"სალომეს გადაწყვეტილება რომ ქოცებისთვის სიურპრიზი იყო, იქიდანაც ჩანს, რომ ამ მომენტამდე ვერ დაალაგეს მესიჯ ბოქსი.
რაღაც ისეთი მოხდა, რაზეც რუს პროპაგანდისტებს მზა პასუხი არა აქვთ.
მიყვარს, რომ დაერორდებიან და მოიშლებიან ხოლმე პროპაგანდისტები დროებით.
დაუფასეთ პრეზიდენტს დამოუკიდებელი ნაბიჯი!", - წერს უფლებადამცველი.
შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამია საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 22 ივნისს შეიწყალა.