"გილოცავ, წინ მხოლოდ გამარჯვებები" - დავით კეზერაშვილი ნიკა გვარამიას
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი სოციალურ ქსელში "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გათავისუფლებას ეხმაურება.
"Nika Gvaramia გილოცავ, წინ მხოლოდ გამარჯვებები", - წერს საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.
შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამია საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 22 ივნისს შეიწყალა.