სასამართლომ ქართველი "კანონიერ ქურდი" დავით გერლიანი გაამართლა
ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ქართველი ე.წ კანონიერ ქურდი დავით გერლიანი მეტსახელად დათო სვანი გაამართლა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო prime crime ავრცელებს.
პროკურატურამ ნაფიც მსაჯულების 8 წევრიდან ორის დარწმუნება შეძლო.
დათო სვანს პროკურატურა გამოძალვას და ე.წ კრიმინალურ სამყაროში უმაღლესი თანამდებობის დაკავებას ედავებოდა.
გერლიანი ცნობილი „კანონიერი ქურდის“, როვშან ჯანიევის სიძეა. თავად ჯანიევი 2016 წელს სტამბოლში მოკლეს.
ქართველი „კრიმინალური ავტორიტეტი“ რამდენჯერმეა ნასამართლევი. 1992 წელს სანკტ-პეტერბურგში ის ქურდობის გამო დააკავეს, ხოლო, 2001 წელს ციხეში ყაჩაღობის ბრალდებით მოხვდა.
„ქურდულ სამყაროში“ დავით გერლიანი 2014 წელს მარტში „მიიღეს“.