თეგებით ძიება

"დარაჯს თავში რკინის საგანი ჩაარტყა" - რა მოხდა ქვაშვეთის ტაძარში?

საქართველოს საპატრიარქო სოციალურ ქსელში ქვაშვეთის ტაძარში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

"ბოლო დროს სხვადასხვა მხრიდან ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიულმა დამოკიდებულებამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შედეგები გამოიწვია. გარკვეული პიროვნებებისთვის მსგავსი უარყოფითი პოლიტიკა აგრესიის წახალისებისა და უპატივცემულობის საფუძველი გახდა.

შედეგად, გახშირდა ისეთი ფაქტები, როდესაც ცალკეული პირები შეურაცხყოფენ სიწმინდეებს, ბილწსიტყვაობენ ან ფიზიკურად უსწორდებიან ეკლესიის მსახურთ. სწორედ ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი ამა წლის 21 ივნისს, 7:30 წუთზე, ქვაშვეთის ტაძარში, სადაც იმ დროს იმყოფებოდა მხოლოდ დარაჯი გოჩა ჭიჭიაშვილი და ასრულებდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას.

ეზოში შემოვიდა აგრესიულად განწყობილი ახალგაზრდა პიროვნება, რომელიც ითხოვდა ტაძრის კარის გაღებას და შევიდა დარაჯის ოთახში. ვითარების განსამუხტავად დარაჯმა სცადა მისი გარეთ გაყვანა.

ამავე დროს ტაძრის ჭიშკართან იმყოფებოდნენ პატრულის თანამშრომლები. დარაჯმა მათ დახმარება სთხოვა, რის გამოც ზემოხსენებული ახალგაზრდა გაბრაზდა და დარაჯს თავის არეში რკინის საგანი ჩაარტყა. აღნიშნული ფაქტის შემდეგ პატრულის თანამშრომლებმა ახალგაზრდა დააკავეს და დარაჯის ჯანმრთელობის პირველადი დახმარების გასაწევად გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა. ფიზიკური დაზიანების გამო, იგი გადასაყვანი გახდა ინგოროყვას კლინიკაში“, - წერია ინფორმაციაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა