"ვაგნერი" რუსეთმა დაბომბა - რა ინფორმაცია ვრცელდება ფრონტის ხაზიდან?
სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინაში დაიბომბა "ვაგნერელეთა ბანაკები", არის უზარმაზარი მსხვერპლი.
როგორც "ვაგნერი" აცხადებს, დაბომბვები განხორციელდა ზურგიდან, რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ.
ფაქტი დაადასტურა ევგენი პრიგოჟინმაც, რომელმაც განაცხადა, რომ "ვაგნერი" სამაგიეროს გადაუხდის ყველას ვინც ეს ჩაიდინა, ნებისმიერი სახის წინააღმდეგობის მიუხედავად, თინდაც საბრძოლო თვითმფრინავები და ტანკები გამოიყენონ მათ წინააღმდეგ.
ცნობისთვის, "ვაგნერელთა" ბანაკების დაბომბვა მას შემდეგ მოხდა, რაც დღისით, პრიგოჟინმა შოიგუ და გერასიმოვი ღიად დაადანაშაულა ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებებში, რუსი ხალხის გენოციდში, პუტინის შეცდომაში შეყვანაში და უკრაინასთან ომის წარუმატებლობაში, რისთვისაც პროკურატურაში სარჩელი შეიტანა და შოიგუსა და გერასიმოვის დაჭერა მოითხოვა.
შეგახსენებთ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა.