"სამხედრო გადატრიალება გამოაცხადა!" - რა ხდება რუსეთში?
რუსეთში, "ვაგნერელთა" ბანაკის დაბომბვას სამხედრო საკითხებში ანალიტიკოსი, უჩა აბაშიძე ეხმაურება და წერს, რომ "ვაგნერის" ჯგუფის დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა სამხედრო გადატრიალება გამოაცხადა.
"სამხედრო გადატრიალება გამოაცხადა!
ახლა ან ჯარი გაწირავს შოუგო+გერასიმოვს
ან "რაზბორკები" ექნებათ...", - წერს უჩა აბაშიძე.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ვაგნერელთა" დაბომბვის შესახებ ინფორმაცია.
"ვაგნერელთა" ბანაკების დაბომბვა მას შემდეგ მოხდა, რაც დღისით, პრიგოჟინმა შოიგუ და გერასიმოვი ღიად დაადანაშაულა ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებებში, რუსი ხალხის გენოციდში, პუტინის შეცდომაში შეყვანაში და უკრაინასთან ომის წარუმატებლობაში, რისთვისაც პროკურატურაში სარჩელი შეიტანა და შოიგუსა და გერასიმოვის დაჭერა მოითხოვა.