მოსკოვში სამხედრო ტექნიკა გამოჩნდა (ფოტო)
რუსეთის დედაქალაქში სამხედრო ტექნიკა გამოჩნდა. ფაქტის ამსახველი კადრები ტელეგრამარხებში ვრცელდება.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ვაგნერმა" დონის როსტოვი აიღო და მოსკოვისსკენ დაიძრა.
რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, დედაქალაში უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებენ, მიმდინარეობს ანტიტერორისტული ღონისძიებები და გზებზე კონტროლიც მკაცრდება.
შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს "ვაგნერელთა" ბანაკი რუსეთმა დაბომბა.
"ვაგნერელთა" ბანაკების დაბომბვა მას შემდეგ მოხდა, რაც დღისით, პრიგოჟინმა შოიგუ და გერასიმოვი ღიად დაადანაშაულა ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებებში, რუსი ხალხის გენოციდში, პუტინის შეცდომაში შეყვანაში და უკრაინასთან ომის წარუმატებლობაში, რისთვისაც პროკურატურაში სარჩელი შეიტანა და შოიგუსა და გერასიმოვის დაჭერა მოითხოვა.
ბანაკის დაბომბვის შემდეგ კი პ,"ვაგნერის დამფუძნებელმა, ევგენი რიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის ბოროტება უნდა შეჩერდეს.