ჩვენ არ ვკლავთ ბავშვებს! ბავშვებს ხოცავს შოიგუ… - რას ამბობს ევგენი პრიგოჟინი?
ჩვენ არ ვკლავთ ბავშვებს! ბავშვებს ხოცავს შოიგუ, - ,,ტელეგრამ” არხებზე პრიგოჟინის ახალ მიმართვას მისი პრეს-სამსახური ავრცელებს:
,,ამ ეტაპზე ჩვენ ყველა სახელმწიფო საზღვარი გადავკვეთეთ და შევდივართ როსტოვში. მესაზღვრეები ხელგაშლილები გვხვდებოდნენ და ეხვეოდნენ ჩვენს მეომრებს. ახლა როსტოვში შევდივართ. თავდაცვის სამინოსტროს ძალები, უფრო სწორად, ,,სროჩნიკები”, რომლებსაც ჩვენთვის გზების გადაკეტვა უბრძანეს, გვერდზე გადგნენ. ჩვენ არ ვებრძვით ბავშვებს! ჩვენ არ ვკლავთ ბავშვებს! ბავშვებს ხოცავს შოიგუ… მან ჩაგვიყენა 18 წლის ბავშვები, რომლებიც შვილებად და შვილიშვილებად გვეკუთვნის. ეს ბიჭები იცოცხლებენ და დაუბრუნდებიან დედებს. ჩვენ მხოლოდ პროფესიონალებს ვებრძვით, მაგრამ ვინც გზაზე გადაგვეღობება, არავის დავინდობთ, ყველას გავანადგურებთ! ჩვენ ყველას ხელს ვუწვდით და ნუ ჩაგვიფურთხებთ გამოწვდილ ხელში! ჩვენ არ შევჩერდებით, ბოლომდე ვიბრძოლებთ.
რაც შეეხება დაჭერების ბრძანებას. თქვენგან განსხვავებით, ჩვენ ძმობა, სამართლიანობა, ღირსება და ნამუსი გაგვაჩნია… ამიტომ თქვენ ღალატის მეტი არაფერი გესმით!”
ცნობისთვის, „ვარგნერის” ლიდერმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „ვაგნერის” პოზიციებზე დარტყმებში დაადანაშაულა და გუშინ განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან „გასარკვევად მიდიან.”
პრიგოჟინის თქმით, “ეს სამხედრო გადატრიალება არაა, ეს სამართლიანობის მარშია“. „საინფორმაციო პროვოკაციას” უწოდებს.
ამასთან, რუსული სახელმწიფო გამოცემა „ტასი” სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ მოსკოვში უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებია მიღებული, გაძლიერებული დაცვის ქვეშ აყვანილია სახელმწიფო შენობები.