ამბოხის ორგანიზატორების, ნეიტრალიზების ბრძანება გავეცი - ვლადიმერ პუტინი სპეციალურ მიმართვას ავრცელებს
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა შეიარაღებული ფორმირება „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის ქმედებებს ღალატი უწოდა და ამბოხის ორგანიზატორების ნეიტრალიზების ბრძანება გასცა.
„გადაჭარბებულმა ამბიციებმა ღალატი გამოიწვია. ეს სწორედაც რომ ღალატია. შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს შესაბამისი ბრძანება შეიარაღებული ამბოხის ორგანიზატორების ნეიტრალიზების შესახებ“, - აცხადებს პუტინი.
ცნობისთვის, „ვარგნერის” ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „ვაგნერის” პოზიციებზე დარტყმებში დაადანაშაულა და გუშინ განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან „გასარკვევად მიდიან.”
ამასთან, რუსული სახელმწიფო გამოცემა „ტასი” სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ მოსკოვში უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებია მიღებული, გაძლიერებული დაცვის ქვეშ აყვანილია სახელმწიფო შენობები.