თეგებით ძიება
24. 06. 2023 მსოფლიო

როსტოვში ვითარება კვლავ რთულია - რას ამბობს ვლადიმერ პუტინი?

რუსეთის პრეზიდენტმა სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა, რომ "შეიარაღებული აჯანყების" გამო დონის როსტოვში ვითარება კვლავ რთულია.

"სიტუაციის სტაბილიზაციისთვის გადამწყვეტი ქმედებები იქნება დონის როსტოვში. სიტუაცია რჩება რთული. სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლების მუშაობა, ფაქტობრივად, დაბლოკილია," - თქვა ვლადიმერ პუტინმა.

ცნობისთვის, „ვარგნერის” ლიდერმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „ვაგნერის” პოზიციებზე დარტყმებში დაადანაშაულა და გუშინ განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან „გასარკვევად მიდიან.”

ამასთან, რუსული სახელმწიფო გამოცემა „ტასი” სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ მოსკოვში უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებია მიღებული, გაძლიერებული დაცვის ქვეშ აყვანილია სახელმწიფო შენობები.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა