რუსეთს მალე ახალი პრეზიდენტი ეყოლება! - "ვაგნერის" პასუხი პუტინს
„ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, რუსეთს მალე ახალი პრეზიდენტი ეყოლება.
ამასთან, პუტინმა ევგენი პრიგოჟინის ქმედებებს ღალატი უწოდა და ამბოხის ორგანიზატორების ნეიტრალიზების ბრძანება გასცა.
ცნობისთვის, „ვარგნერის” ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „ვაგნერის” პოზიციებზე დარტყმებში დაადანაშაულა და გუშინ განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან „გასარკვევად მიდიან.”
ამასთან, რუსული სახელმწიფო გამოცემა „ტასი” სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ მოსკოვში უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებია მიღებული, გაძლიერებული დაცვის ქვეშ აყვანილია სახელმწიფო შენობები.