თეგებით ძიება

რუსები რუსებს ხოცავდნენ, ძმები - ძმებს... - ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა შეიარაღებული ფორმირება „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის ქმედებებს ღალატი უწოდა და განაცხადა, რომ რუსები რუსებს ხოცავდნენ.

"სწორედ ასეთი დარტყმა მიაყენეს რუსეთს 1917 წელს, როცა ქვეყანა პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობდა. მაგრამ მას გამარჯვება მოჰპარეს. ინტრიგები, განხეთქილება, პოლიტიკოსობა არმიისა და ხალხის ზურგს უკან გადაიქცა უდიდეს რყევად, არმიის ნგრევად და სახელმწიფოს დაცემად, უზარმაზარი ტერიტორიების დაკარგვის შედეგად. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ - სამოქალაქო ომის ტრაგედიები.

რუსები რუსებს ხოცავდნენ, ძმები - ძმებს, ყველანაირ მოგებას კი ნახულობდნენ სხვადასხვა სახის პოლიტიკური ავანტიურისტები და უცხოური ძალები, რომლები ქვეყანას ანაწევრებდნენ, გლეჯდნენ.

ამის განმეორებას არ დავუშვებთ. დავიცავთ ჩვენს ხალხსა და სახელმწიფოებრიობას ნებისმიერი საფრთხისგან. მათ შორის საშინაო ღალატისგან.“ - განაცხადა პუტინმა.

ცნობისთვის, „ვარგნერის” ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „ვაგნერის” პოზიციებზე დარტყმებში დაადანაშაულა და გუშინ განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან „გასარკვევად მიდიან.”

ამასთან, რუსული სახელმწიფო გამოცემა „ტასი” სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ მოსკოვში უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებია მიღებული, გაძლიერებული დაცვის ქვეშ აყვანილია სახელმწიფო შენობები.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა