თეგებით ძიება

მოვლენებს უნდა დავაკვირდეთ, ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ - ირაკლი კობახიძე რუსეთში განვითარებულ მოვლენებზე

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რუსეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მოკლე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ სახელმწიფო დგას მყარად უსაფრთხოების სადარაჯოზე.

"რაც შეეხება რუსეთში განვითარებულ მოვლენებს, ამ მოვლენებს ჩვენ უნდა დავაკვირდეთ, ეს არის ერთადერთი,რაც უნდა გავაკეთოთ. ბუნებრივია, ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ, ეს არის და ეს. ქვეყნის უსაფრთხოება არის დაცული, ამაზე ზრუნავენ ჩვენი სახელმწიფო უწყებები. სახელმწიფო დგას მყარად უსაფრთხოების სადარაჯოზე და არავის მითითება, მით უმეტეს გახარიას მითითება, ამასთან დაკავშირებით საზღვრის ჩაკეტვა არ გვჭირდება. საზღვრის ჩაკეტვა სისულელეა, სისულელეზე კომენტარს არ გავაკეთებ“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

ცნობისთვის, რუსეთში 23 ივნისს სამხედრო არეულობა დაიწყო. კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა თქვა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მათ ბანაკზე სარაკეტო იერიში მიიტანა. მან თქვა, რომ დაქირავებული მებრძოლების დიდი რაოდენობა დაიღუპა. რუსეთის თავდაცვამ ბრალდებები უარყო.

პრიგოჟინმა თქვა, რომ საპასუხო მოქმედებებისთვის ემზადებოდნენ. მისი თქმით, გადაკვეთეს საზღვარი, შევიდნენ როსტოვში და აკონტროლებენ ყველა სამხედრო ობიექტს


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა