"ვაგნერელებმა" ვორონეჟის რეგიონში, რუსული არმიის შვეულმფრენი ჩამოაგდეს (ვიდეო)
კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერმა" საზენიტო-სარაკეტო სისტემების გამოყენებით, ვორონეჟის რეგიონში, რუსული არმიის მორიგი შვეულმფრენი ჩამოაგდეს.
ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
ცნობისთვის, რუსეთში 23 ივნისს სამხედრო არეულობა დაიწყო. კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა თქვა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მათ ბანაკზე სარაკეტო იერიში მიიტანა. მან თქვა, რომ დაქირავებული მებრძოლების დიდი რაოდენობა დაიღუპა. რუსეთის თავდაცვამ ბრალდებები უარყო.
პრიგოჟინმა თქვა, რომ საპასუხო მოქმედებებისთვის ემზადებოდნენ. მისი თქმით, გადაკვეთეს საზღვარი, შევიდნენ როსტოვში და აკონტროლებენ ყველა სამხედრო ობიექტს