თეგებით ძიება
24. 06. 2023 მსოფლიო

ვინც მოღალატეობის გზას დაადგა, პასუხს აგებს - რას ამბობს ვლადიმერ პუტინი?

ვინც მოღალატეობის გზას დაადგა, პასუხს აგებს, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

რუსეთის მოქალაქეებისადმი მიმართვაში პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ სიტუაცია დონის როსტოვში მძიმე რჩება.

„ვინც შეგნებულად მოღალატეობის გზას დაადგა, კანონის და ხალხის წინაშე პასუხს აგებს“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ცნობისთვის, „ვარგნერის” ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „ვაგნერის” პოზიციებზე დარტყმებში დაადანაშაულა და გუშინ განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან „გასარკვევად მიდიან.”

ამასთან, რუსული სახელმწიფო გამოცემა „ტასი” სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ მოსკოვში უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებია მიღებული, გაძლიერებული დაცვის ქვეშ აყვანილია სახელმწიფო შენობები.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა