რუსეთმა მოსკოვისკენ მიმავალი "ვაგნერელების" კოლონა დაბომბა - რა ინფორმაცია ვრცლდება?
სამხედრო ექსპერტი, ზურა ბატიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ "ვაგნერელების" კოლონა დაბომბა.
"რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მოსკოვისკენ მიმავალი "ვაგნერელების" კოლონა დაბომბა", - წერს სამხედრო ექსპერტი.
ცნობისთვის, რუსეთში 23 ივნისს სამხედრო არეულობა დაიწყო. კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა თქვა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მათ ბანაკზე სარაკეტო იერიში მიიტანა. მან თქვა, რომ დაქირავებული მებრძოლების დიდი რაოდენობა დაიღუპა. რუსეთის თავდაცვამ ბრალდებები უარყო.
პრიგოჟინმა თქვა, რომ საპასუხო მოქმედებებისთვის ემზადებოდნენ. მისი თქმით, გადაკვეთეს საზღვარი, შევიდნენ როსტოვში და აკონტროლებენ ყველა სამხედრო ობიექტს