თეგებით ძიება

"უნდა მაპატიოთ და ყველაზე მოულოდნელი და ორიგინალური მაინც, პრიგოჟინის მოლოცვა აღმოჩნდა" - რას წერს ნიკა გვარამია?

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია გათავისუფლების შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ყველას მადლობას უხდის მილოცვებისთვის.

მისი თქმით, ყველაზე მოულოდნელი "ვაგნერის" ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის მილოცვა აღმოჩნდა.

"მეგობრებო, ყველას დიდი მადლობა მოლოცვებისთვის! 

მაგრამ უნდა მაპატიოთ და ყველაზე მოულოდნელი და ორიგინალური მაინც პრიგოჟინის მოლოცვა აღმოჩნდა. 

ps ჩვენს მთავრობას არ დაუგმია ჯერ და პრიგოჟინი დასავლეთის აგენტად არ გამოუცხადებია? იზამს. მინიმუმ კალაძეს მაინც ათქმევინებს", - წერს ნიკა გვარამია.

ცნობისთვის, რუსეთში 23 ივნისს სამხედრო არეულობა დაიწყო. კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა თქვა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მათ ბანაკზე სარაკეტო იერიში მიიტანა. მან თქვა, რომ დაქირავებული მებრძოლების დიდი რაოდენობა დაიღუპა. რუსეთის თავდაცვამ ბრალდებები უარყო.

პრიგოჟინმა თქვა, რომ საპასუხო მოქმედებებისთვის ემზადებოდნენ. მისი თქმით, გადაკვეთეს საზღვარი, შევიდნენ როსტოვში და აკონტროლებენ ყველა სამხედრო ობიექტს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა