თეგებით ძიება
24. 06. 2023 მსოფლიო

გზები გადაკეტეს, მოძრაობა შეზღუდულია - რა ხდება რუსეთში? (ფოტოკოლაჟი)

რუსეთში მიმდინარე პროცესები სულ უფრო დაძაბული ხდება. სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტოები, სადაც ასახულია, რომ საცობის ფონზე, ავტომანქანებს გადაადგილება უჭირთ.

შეგახსენებთ, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ როსტოვსა და რუსეთის კიდევ რამდენიმე ქალაქში შევიდა. "ვაგნერის" ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის მტკიცებით, კომპანიას დონის როსტოვის სამხედრო ობიექტები კონტროლზე აქვს აყვანილი.

ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, დაკავებულია შტაბის შენობა.

თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთის ჯარმა მიიღო საჭირო ბრძანება შეიარაღებული ამბოხის ორგანიზატორების ნეიტრალიზაციის შესახებ. "ვინც მოღალატეობის გზას დაადგა, პასუხს აგებს!" - აღნიშნა პუტინმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა