თეგებით ძიება

ყველაფერი, რაც ხდება არის დანის ჩარტყმა ზურგში და ნამდვილი სამხედრო ამბოხი - რამზან კადიროვი რუსეთში განვითარებულ მოვლენებზე

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი რუსეთში მიმდინარე პროცესებს აფასებს.

მისი თქმით, ყველაფერი რაც ხდება არის დანის ჩარტყმა ზურგში.

"ყველაფერი რაც ხდება არის დანის ჩარტყმა ზურგში და ნამდვილი სამხედრო ამბოხი!  აჯანყება უნდა ჩაახშო და თუ ამისთვის მკაცრი ზომების მიღებაა საჭირო, მაშინ ჩვენ მზად ვართ!", - განაცხადა კადიროვმა.

ცნობისთვის, რუსეთში 23 ივნისს სამხედრო არეულობა დაიწყო. კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა თქვა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მათ ბანაკზე სარაკეტო იერიში მიიტანა. მან თქვა, რომ დაქირავებული მებრძოლების დიდი რაოდენობა დაიღუპა. რუსეთის თავდაცვამ ბრალდებები უარყო.

პრიგოჟინმა თქვა, რომ საპასუხო მოქმედებებისთვის ემზადებოდნენ. მისი თქმით, გადაკვეთეს საზღვარი, შევიდნენ როსტოვში და აკონტროლებენ ყველა სამხედრო ობიექტს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა