"დაკეტეთ საზღვრები რუსეთთან" - რას წერს გიორგი სუხიტაშვილი?
მომღერალი, გიორგი სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და რუსეთში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.
მისი თქმით, აუცილებელია საქართველოს მთავრობამ დაკეტოს საზღვრები რუსეთთან.
"დაკეტეთ საზღვრები რუსეთთან.
ნუ ამოტენეთ ქვეყანა.
მილიონი ქართველი და ასეთი ნარატივი არ დაიწყოთ", - წერს გიორგი სუხიტაშვილი.
ცნობისთვის, რუსეთში 23 ივნისს სამხედრო არეულობა დაიწყო. კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა თქვა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მათ ბანაკზე სარაკეტო იერიში მიიტანა. მან თქვა, რომ დაქირავებული მებრძოლების დიდი რაოდენობა დაიღუპა. რუსეთის თავდაცვამ ბრალდებები უარყო.
პრიგოჟინმა თქვა, რომ საპასუხო მოქმედებებისთვის ემზადებოდნენ. მისი თქმით, გადაკვეთეს საზღვარი, შევიდნენ როსტოვში და აკონტროლებენ ყველა სამხედრო ობიექტს.