თეგებით ძიება
24. 06. 2023 ვიდეო

მოსკოვის ოლქში ათეულობით სამხედროები შენიშნეს, რომლებიც "ვაგნერელების" დასახვედრად ემზადებიან (ვიდეო)

რუსეთში, მოსკოვის ოლქში ათეულობით სამხედროები შენიშნეს, რომლებიც "ვაგნერელების" დასახვედრად ემზადებიან.

რუსეთის უშიშროების ძალებმა მოსკოვის მისადგომებთან საგუშაგოების და თავდაცვითი პოზიციების აგება დაიწყეს. ვრცელდება ცნობებიც, რომ სიმფეროპოლის მახლობლად  გზატკეცილზე ხიდი გადაკეტეს.

მათ აქვთ ნაღმსატყოცნები და სხვა შეიარაღებები.

ცნობისთვის, რუსეთში 23 ივნისს სამხედრო არეულობა დაიწყო. კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა თქვა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მათ ბანაკზე სარაკეტო იერიში მიიტანა. მან თქვა, რომ დაქირავებული მებრძოლების დიდი რაოდენობა დაიღუპა. რუსეთის თავდაცვამ ბრალდებები უარყო.

პრიგოჟინმა თქვა, რომ საპასუხო მოქმედებებისთვის ემზადებოდნენ. მისი თქმით, გადაკვეთეს საზღვარი, შევიდნენ როსტოვში და აკონტროლებენ ყველა სამხედრო ობიექტს.

ნახეთ ვიდეო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა