თეგებით ძიება

"ვაგნერმა" რუსეთში სამხედრო გადატრიალება ოციციალურად გამოაცხადა

შეიარაღებული ფორმირება "ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთში სამხედრო გადატრიალება ოციციალურად გამოაცხადა.

მან მოსახლეობას მოუწოდა, რომ არ გამოვიდნენ სახლებიდან და დაემორჩილნონ "ვაგნერელების" მითითებებს.

"სამშობლოს ღალატთან დაკავშირებით პრეზიდენტი ძალიან შეცდა. ჩვენ სამშობლოს პატრიოტები ვართ, ვიბრძოდით და ვიბრძოლებთ - ეს ეხება „ვაგნერის“ ყველა წევრს. არავინ აპირებს პრეზიდენტის, „ეფესბეს“ ან ვინმეს მოთხოვნით მონანიებას და ჩაბარებას. ვინაიდან არ გვსურს, რომ ქვეყანამ კორუფციაში, ტყუილში და ბიუროკრატიაში ცხოვრება გააგრძელოს“, - აცხადებს პრიგოჟინი.

ცნობისთვის, რუსეთში 23 ივნისს სამხედრო არეულობა დაიწყო. კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა თქვა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მათ ბანაკზე სარაკეტო იერიში მიიტანა. მან თქვა, რომ დაქირავებული მებრძოლების დიდი რაოდენობა დაიღუპა. რუსეთის თავდაცვამ ბრალდებები უარყო.

პრიგოჟინმა თქვა, რომ საპასუხო მოქმედებებისთვის ემზადებოდნენ. მისი თქმით, გადაკვეთეს საზღვარი, შევიდნენ როსტოვში და აკონტროლებენ ყველა სამხედრო ობიექტს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა