თეგებით ძიება

გარე და შიდა მტრებს რუსეთის დაშლა სურთ, ამას არ დავუშვებთ - დიმიტრი მედვედევი

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე, დმიტრი მედვედევი რუსეთში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.

მისი თქმით, გარე და შიდა მტრებს რუსეთის დაშლა სურთ.

"ახლა ყველაზე მთავარია, რომ დავამარცხოთ  მტერი, რომელსაც სწყურია სამშობლოს განადგურება. განხეთქილება და ღალატი არის გზა უდიდესი ტრაგედიისკენ, საყოველთაო კატასტროფისკენ. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. მტერი დამარცხდება! გამარჯვება ჩვენი იქნება!“, - გაანცხადა მედვედევმა.

ცნობისთვის, რუსეთში 23 ივნისს სამხედრო არეულობა დაიწყო. კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა თქვა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მათ ბანაკზე სარაკეტო იერიში მიიტანა. მან თქვა, რომ დაქირავებული მებრძოლების დიდი რაოდენობა დაიღუპა. რუსეთის თავდაცვამ ბრალდებები უარყო.

პრიგოჟინმა თქვა, რომ საპასუხო მოქმედებებისთვის ემზადებოდნენ. მისი თქმით, გადაკვეთეს საზღვარი, შევიდნენ როსტოვში და აკონტროლებენ ყველა სამხედრო ობიექტს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა