თეგებით ძიება

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული არქიმანდრიტი 1 500-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ღვთისმშობლის შობის ტაძრის წინამძღვარი, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული 40 წლის არქიმანდრიტი ნერსე სასამართლომ 1 500-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

ბრალის წარდგენისა და სხდომის გამართვის შესახებ მედიისთვის ცნობილი არ ყოფილა.

შეგახსენებთ, ღვთისმშობლის შობის ტაძრის წინამძღვარი ნარკოდანაშაულისთვის რამდენიმე დღის წინ დააკავეს. მას სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, ან გადაგზავნას გულისხმობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა