რუსეთში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდებით - შარლ მიშელი
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, რუსეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ევროპელ და დიდი შვიდეულის ლიდერებთან კონტაქტზეა.
„რუსეთში მიმდინარე მოვლენებს ყურადღების ვაკვირდები ევროპელ და დიდი შვიდეულის ლიდერებთან ერთად“, - განაცხადა მიშელმა.
შეგახსენებთ, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ როსტოვსა და რუსეთის კიდევ რამდენიმე ქალაქში შევიდა. "ვაგნერის" ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის მტკიცებით, კომპანიას დონის როსტოვის სამხედრო ობიექტები კონტროლზე აქვს აყვანილი.
ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, დაკავებულია შტაბის შენობა.
თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთის ჯარმა მიიღო საჭირო ბრძანება შეიარაღებული ამბოხის ორგანიზატორების ნეიტრალიზაციის შესახებ. "ვინც მოღალატეობის გზას დაადგა, პასუხს აგებს!" - აღნიშნა პუტინმა.