თეგებით ძიება

"ჩვენი საზღვრები ზედმიწევნით უნდა გაკონტროლდეს" - პრეზიდენტი რუსეთში განვითარებულ მოვლენებზე

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში რუსეთში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

მისი თქმით, საქართველოს საზღვარი მკაცრად კონტროლირებადი უნდა იყოს.

"ყურადღებით ვადევნებ თვალს რუსეთში განვითარებულ მოვლენებს. შესაძლო მიგრაციის ახალი ტალღების გათვალისწინებით ჩვენი საზღვარი მკაცრად კონტროლირებადი უნდა იყოს", - წერს სალომე ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, რუსეთში 23 ივნისს სამხედრო არეულობა დაიწყო. კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა თქვა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მათ ბანაკზე სარაკეტო იერიში მიიტანა. მან თქვა, რომ დაქირავებული მებრძოლების დიდი რაოდენობა დაიღუპა. რუსეთის თავდაცვამ ბრალდებები უარყო.

პრიგოჟინმა თქვა, რომ საპასუხო მოქმედებებისთვის ემზადებოდნენ. მისი თქმით, გადაკვეთეს საზღვარი, შევიდნენ როსტოვში და აკონტროლებენ ყველა სამხედრო ობიექტს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა