თეგებით ძიება

რუსულმა ავიაციამ როსტოვში მდებარე რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის შტაბი დაბომბა

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ, რუსული ავიაციის მიერ, ძლიერად დაიბომბა ქ.როსტოვში მდებარე რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის შტაბი, რომელიც დილით დაიკავეს ვაგნერელებმა და სადაც დილითვე იმყოფებოდა თავად პრიგოჟინი.

ცნობისთვის, რუსეთში 23 ივნისს სამხედრო არეულობა დაიწყო. კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა თქვა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მათ ბანაკზე სარაკეტო იერიში მიიტანა. მან თქვა, რომ დაქირავებული მებრძოლების დიდი რაოდენობა დაიღუპა. რუსეთის თავდაცვამ ბრალდებები უარყო.

პრიგოჟინმა თქვა, რომ საპასუხო მოქმედებებისთვის ემზადებოდნენ. მისი თქმით, გადაკვეთეს საზღვარი, შევიდნენ როსტოვში და აკონტროლებენ ყველა სამხედრო ობიექტს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა