როსტოვში "ვაგნერის“ დაჯგუფებამ გზები დანაღმა (ვიდეო)
სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერმა“ რუსეთში, როსტოვში ტყვიამფრქვევები განალაგა და ასევე დაიწყო გზების "დანაღმვა“.
ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცლდება.
თვითმხილველების თქმით, ვაგნერის მებრძოლებმა დაიწყეს საგზაო პოსტების გამაგრება. რაც შეეხება დანაღმულ გზებს, მათი ზუსტი მისამართი ამ დროისთვის უცნობია.
ცნობისთვის, რუსეთში 23 ივნისს სამხედრო არეულობა დაიწყო. კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა თქვა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მათ ბანაკზე სარაკეტო იერიში მიიტანა. მან თქვა, რომ დაქირავებული მებრძოლების დიდი რაოდენობა დაიღუპა. რუსეთის თავდაცვამ ბრალდებები უარყო.
პრიგოჟინმა თქვა, რომ საპასუხო მოქმედებებისთვის ემზადებოდნენ. მისი თქმით, გადაკვეთეს საზღვარი, შევიდნენ როსტოვში და აკონტროლებენ ყველა სამხედრო ობიექტს.