თეგებით ძიება
24. 06. 2023 ვიდეო

სამხედრო გადატრიელებას პირველი მსხვერპლი მოჰყვა - ბოლო ცნობები რუსეთიდან (ვიდეო)

რუსეთში სამხედრო გადატრიელებას პირველი მსხვერპლი მოჰყვა. კერძოდ, საუბარია ვორონეჟზე, სადაც სამოქალაქო ტიპის სატვირთო მანქანა აფეთქდა.

ტელეგრამერხებზე გავრცელებული ცნობით, რუსული ავიაციის სამიზნე "ვაგნერელთა" სატრანსპორტო საშუალება იყო, თუმცა შეცდომით რიგითი მოქალაქის მანქანა ააფეთქეს.

არსებული ცნობით, შემთხვევის შედეგად მაქანის მძღოლი და მგზავრი დაიღუპნენ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში ვითარება 23 ივნისიდან დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დაჯგუფება "ვაგნერის" ბანაკი რუსეთის შეაიაარღეულმა ძალებმა დაბომბა. დაჯგუფების ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟნმა მომხდარში ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა დაადანაშაულა და მათ მიერ ჩადენილი ბოროტების შესაჩერებლად მოსკოვისკენ აიღო გეზი.

"ვაგნერელებმა" დონის როსტოვი და ვორონეჟი უკვე აიღეს და მოსკოვისკენ მიემართებიან.

თავის მხრივ პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პრიგოჟინი სამხედრო გადატრიალებასა და ღალატში დაადანაშაულა და მისი განეიტრალების ბრძანება გასცა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა