თეგებით ძიება
24. 06. 2023 მსოფლიო

ვაკვირდებით რუსეთში მიმდინარე მოვლენებს და დამყარებული გვაქვს კონტაქტი საერთაშორისო პარტნიორებთან - ანალენა ბერბოკი

ვაკვირდებით რუსეთში მიმდინარე მოვლენებს და დამყარებული გვაქვს კონტაქტი საერთაშორისო პარტნიორებთან, - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი რუსეთში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

„გუშინდელი საღამოდან მოყოლებული ყურადღებით ვაკვირდებით რუსეთში მიმდინარე მოვლენებს და დამყარებული გვაქვს კონტაქტი საერთაშორისო პარტნიორებთან. რუსეთში მყოფი გერმანიის მოქალაქეები აუცილებლად უნდა გაეცნენ ჩვენ მიერ გაზიარებულ მოგზაურობისა და უსაფრთხოების ინსტრუქციებს“, - წერს ბერბოკი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში ვითარება 23 ივნისიდან დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დაჯგუფება "ვაგნერის" ბანაკი რუსეთის შეაიაარღეულმა ძალებმა დაბომბა. დაჯგუფების ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟნმა მომხდარში ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა დაადანაშაულა და მათ მიერ ჩადენილი ბოროტების შესაჩერებლად მოსკოვისკენ აიღო გეზი.

"ვაგნერელებმა" დონის როსტოვი და ვორონეჟი უკვე აიღეს და მოსკოვისკენ მიემართებიან.

თავის მხრივ პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პრიგოჟინი სამხედრო გადატრიალებასა და ღალატში დაადანაშაულა და მისი განეიტრალების ბრძანება გასცა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა