"ვაგნერი“ ბირთვული იარაღის საწყობების დასაკავებლად ემზადება - რა ინფორმაცია ვრცელდება?
სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ კერძო სამხედრო კომპანია, "ვაგნერი" რუსეთში, ვორონეჟის რეგიონში ბირთვული იარაღის საწყობების დასაკავებლად ემზადება.
"ვაგნერთან" დაკავშირებული მედია სააგენტო იუწყება, რომ ვაგნერის მოწინავე რაზმებმა მიაღწიეს, ვორონეჟის რეგიონში, ქ.ბორისოგლებსკის გარეუბანს, სადაც მდებარეობს ბირთვული იარაღის შესანახი საწყობები, რომელიც ასევე ცნობილია როგორც "375 ობიექტი" C ", რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მე-12 განყოფილება.
როგორც ირკვევა, "ვაგნერს" სურს, დაიკავოს აღნიშნული ობიექტი.
ცნობისთვის, რუსეთში 23 ივნისს სამხედრო არეულობა დაიწყო. კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა თქვა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მათ ბანაკზე სარაკეტო იერიში მიიტანა. მან თქვა, რომ დაქირავებული მებრძოლების დიდი რაოდენობა დაიღუპა. რუსეთის თავდაცვამ ბრალდებები უარყო.
პრიგოჟინმა თქვა, რომ საპასუხო მოქმედებებისთვის ემზადებოდნენ. მისი თქმით, გადაკვეთეს საზღვარი, შევიდნენ როსტოვში და აკონტროლებენ ყველა სამხედრო ობიექტს.