თეგებით ძიება

30-დღიანი პატიმრობა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის - პუტინის ახალი ბრძანება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმად, 30 დღით დააკავებენ ყველას, ვინც საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს არ დაემორჩილება. 

"სამხედრო მდგომარეობის შესახებ" კანონით და რუსეთის  სხვა მარეგულირებელი სამართლებრივი აქტებით დადგენილი ნორმების შეუსრულებლობისთვის, მოქალაქეები დაჯარიმდებიან 1 000 რუბლამდე ან ადმინისტრაციული პატიმრობით 30 დღემდე, თუ ეს ქმედებები არ შეიცავს სისხლისსამართლებრივ დასჯადი ქმედებას. თანამდებობის პირებისთვის ჯარიმა 2 000 რუბლამდე ან ადმინისტრაციული, ასევე დაპატიმრება 30 დღემდე" - წერია დოკუმენტში 

შეგახსენებთ, რომ რუსეთში შემოღებულია კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი. სამხედრო ტექნიკა კი, რომელიც აქამდე სასაზღვრო რაიონების რეზერვში იყო, მოსკოვშია გადაყვანილი.

ცნობისთვის, რუსეთში 23 ივნისს სამხედრო არეულობა დაიწყო. კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა თქვა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მათ ბანაკზე სარაკეტო იერიში მიიტანა. მან თქვა, რომ დაქირავებული მებრძოლების დიდი რაოდენობა დაიღუპა. რუსეთის თავდაცვამ ბრალდებები უარყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა