თეგებით ძიება

პეტერბურგში პრიგოჟინის ოფისთან მანქანაში 4 მილიარდი რუბლი იპოვეს

დაქირავებული სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე მანქანაში 4 მილიარდი რუბლით სავსე ყუთები იპოვეს. ინფორმაცია რუსულ Telegram არხებზე ვრცელდება. 

პეტერბურგში სასტუმროს ჩხრეკის დროს სამართალდამცველები თეთრი მანქანით დაინტერესდნენ, მისი გაჩხრეკის დროს კი რამდენიმე ყუთი აღმოაჩინეს 5,000 ბანკნოტით.

პრიგოჟინი ადასტურებს რომ ფული მისია და იგი "ვაგნერის" დაქირავებული მებრძოლების კუთვნილი ხელფასია.

ცნობისთვის, რუსეთში 23 ივნისს სამხედრო არეულობა დაიწყო. კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა თქვა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მათ ბანაკზე სარაკეტო იერიში მიიტანა. მან თქვა, რომ დაქირავებული მებრძოლების დიდი რაოდენობა დაიღუპა. რუსეთის თავდაცვამ ბრალდებები უარყო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა