მოსკოვიდან თბილისის, სტამბოლისა და ასტანას მიმართულებით ავიაბილეთები ამოიწურა - Guardian
მოსკოვიდან თბილისის, სტამბოლისა და ასტანას მიმართულებით პირდაპირი ფრენის ბილეთები ამოიწურა. ინფრომაციას ამის შესახებ "გარდიანი" ავრცელებს.
შეგახსენებთ, რუსეთში 23 ივნისს სამხედრო არეულობა დაიწყო. "ვაგნერის" დაჯგუფება და მისი ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი ქვეყნის ხელისუფლებას უპირისპირდება და მოსკოვისკენ მიიწევს. არსებული ცნობებით, ვაგნერმა უკვე დაიკავა როსტოვი და ვორონეჟი. ამ დროისათვის შეიარაღებული დაჯგუფების წევრებს დედაქალაქამდე სულ რამდენიმე საათის გზა დარჩათ.