თეგებით ძიება

"არაფერზე არ იდარდოთ ხალხო, საიმედოდ ვართ დაცული" - ირაკლი ოქრუაშვილი (ფოტო)

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ფოტოს აქვეყნებს.

"არაფერზე არ იდარდოთ ხალხო. საიმედოდ და საშვილიშვილოდ ვართ დაცული", - წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

შეგახსენებთ, რუსეთში 23 ივნისს სამხედრო არეულობა დაიწყო. "ვაგნერის" დაჯგუფება და მისი ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი ქვეყნის ხელისუფლებას უპირისპირდება და მოსკოვისკენ მიიწევს. არსებული ცნობებით,  ვაგნერმა უკვე დაიკავა როსტოვი და ვორონეჟი. ამ დროისათვის შეიარაღებული დაჯგუფების წევრებს დედაქალაქამდე სულ რამდენიმე საათის გზა დარჩათ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა