თეგებით ძიება

"პრიგოჟინს ცოცხლად აყვანას უპირებენ, რომ უფრო მძიმედ დასაჯონ, მეგი გოტიტიძის სიმღერები უნდა მოასმენინონ ციხეში 24/7-ზე" - ბექა ყორშია

ჟურნალისტი, ბექა ყორშია სოციალურ ქსელში სახალისო პოსტს აქვეყნებს.

მისი თქმით, კერძო სამხედრო კომპანია, "ვაგნერის" ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი უნდა დასაჯონ და მეგი გოტიტიძის სიმღერები უნდა მოასმენინონ ციხეში 24/7-ზე.

"პუტინმა პრიგოჟინისთვის გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი შეცვალა. პრიგოჟინს ცოცხლად აყვანას უპირებენ, რომ უფრო მძიმედ დასაჯონ. კერძოდ - მეგი გოტიტიძის სიმღერებს მოასმენინონ ციხეში 24/7-ზე", - წერს ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, რუსეთში 23 ივნისს სამხედრო არეულობა დაიწყო. "ვაგნერის" დაჯგუფება და მისი ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი ქვეყნის ხელისუფლებას უპირისპირდება და მოსკოვისკენ მიიწევს. არსებული ცნობებით,  ვაგნერმა უკვე დაიკავა როსტოვი და ვორონეჟი. ამ დროისათვის შეიარაღებული დაჯგუფების წევრებს დედაქალაქამდე სულ რამდენიმე საათის გზა დარჩათ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა