რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების 217-ე გვარდია პრიგოჟინის მხარეს გადავიდა (ვიდეო)
რუსეთის 98-ე სადესანტო დივიზიის საჰაერო ძალების 217-ე გვარდიული პოლკი "ვაგნერელების" მხარეს გადავიდა.
მათ ვიდეომიმართვა გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ მზად არიან იბრძოლონ "ტიკტოკერ" კადიროველებთან, რომლებიც აქამდე საკუთარი წესების კარნახით მოქმედებდნენ.
შეგახსენებთ, რუსეთში 23 ივნისს სამხედრო არეულობა დაიწყო. "ვაგნერის" დაჯგუფება და მისი ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი ქვეყნის ხელისუფლებას უპირისპირდება და მოსკოვისკენ მიიწევს. არსებული ცნობებით, ვაგნერმა უკვე დაიკავა როსტოვი და ვორონეჟი. ამ დროისათვის შეიარაღებული დაჯგუფების წევრებს დედაქალაქამდე სულ რამდენიმე საათის გზა დარჩათ.