"ოპოზიციის მხრიდან პრიგოჟინის მხარდაჭერა ადასტურებს, რომ უდიდესი ფარისევლობა იყო მათი მხრიდან უკრაინელი ხალხის გულშემატკივრობა" - ვატო შაქარიშვილი
საზოგადოებრივი მოძრაობის "საქართველო უპირველეს ყოვლისას” დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში რუსეთში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.
მისი თქმით, ოპოზიციის მიერ პრიგოჟინის მხარდაჭერა ადასტურებს, რომ მთელი ეს პერიოდი ფარისევლობა იყო მათი მხრიდან უკრაინელი ხალხის გულშემატკივრობა.
"ნაც-ლიბერალების აღტკინება და პრიგოჟინის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთელი ეს პერიოდი უდიდესი ფარისევლობა იყო მათი მხრიდან უკრაინელი ხალხის გულშემატკივრობა, მოკლულ ბავშვებზე, ბუჩასა თუ მარიუპოლზე დარდებიც…
მიმდინარე პროცესებში ხავსი დაინახეს, ხავსი და პირზე სისხლი მოადგათ, იქნებ ახლა მაინც შეძლონ ქვეყნის არევა და ძალაუფლების დაბრუნება! ვერ ეღირსებით ამ ქვეყნის არევას გინდა პუტინი დაიყენეთ წინ და გინდა პრიგოჟინი!!! ქვეყნის არევაზე ხელი არ წაგიცდეთ", - წერს ვატო შაქარიშვილი.
შეგახსენებთ, რუსეთში 23 ივნისს სამხედრო არეულობა დაიწყო. "ვაგნერის" დაჯგუფება და მისი ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი ქვეყნის ხელისუფლებას უპირისპირდება და მოსკოვისკენ მიიწევს. არსებული ცნობებით, ვაგნერმა უკვე დაიკავა როსტოვი და ვორონეჟი. ამ დროისათვის შეიარაღებული დაჯგუფების წევრებს დედაქალაქამდე სულ რამდენიმე საათის გზა დარჩათ.