"საქართველო უნდა მოემზადოს აფხაზეთის დასაბრუნებლად" - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში რუსეთში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.
მისი თქმით, საქართველო უნდა მოემზადოს აფხაზეთის დასაბრუნებლად.
"რუსეთის ჩამოშლა 2008 წელს დაიწყო, როდესაც ჩვენ არ დავთმეთ თბილისი. შემდეგ ეს პროცესი გაგრძელდა და ახლა დასასრულს უახლოვდება! საქართველო უნდა მოემზადოს თავისი მომავლისა და აფხაზეთის დასაბრუნებლად!", - წერს მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რუსეთში 23 ივნისს სამხედრო არეულობა დაიწყო. "ვაგნერის" დაჯგუფება და მისი ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი ქვეყნის ხელისუფლებას უპირისპირდება და მოსკოვისკენ მიიწევს. არსებული ცნობებით, ვაგნერმა უკვე დაიკავა როსტოვი და ვორონეჟი. ამ დროისათვის შეიარაღებული დაჯგუფების წევრებს დედაქალაქამდე სულ რამდენიმე საათის გზა დარჩათ.