არ დავუშვებთ, რომ ბირთვული იარაღი აღმოჩნდეს ბანდიტების ხელში - დიმიტრი მედვედევი
რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ ხელისიფლებ არ დაუშვებს, რომ ბირთვული იარაღი აღმოჩნდეს ბანდიტების ხელში.
მისივე თქმით, შეიარაღებული ამბოხება, რომელიც ევგენი პრიგოჟინის „ვაგნერმა“ მოაწყო, კარგად დაგეგმილი ოპერაციაა, რომლის მიზანი რუსეთის ხელისუფლების დამხობაა.
მედვედევი არ გამორიცხავს, რომ ამბოხების მომზადებაში უცხოელი სპეციალისტები მონაწილეობდნენ. რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, ასევე, ამბობს, რომ რუსეთს არ აქვს უფლება, რომ ამბოხება სახელმწიფო გადატრიალებით დასრულდეს და ამან მსოფლიო კრიზისი გამოიწვიოს.
შეგახსენებთ, რუსეთში 23 ივნისს სამხედრო არეულობა დაიწყო. "ვაგნერის" დაჯგუფება და მისი ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი ქვეყნის ხელისუფლებას უპირისპირდება და მოსკოვისკენ მიიწევს. არსებული ცნობებით, ვაგნერმა უკვე დაიკავა როსტოვი და ვორონეჟი. ამ დროისათვის შეიარაღებული დაჯგუფების წევრებს დედაქალაქამდე სულ რამდენიმე საათის გზა დარჩათ.