თეგებით ძიება

"სიტუაცია რთულია" - მოსკოვის მერმა ორშაბათი არასამუშაო დღედ გამოაცხადა

მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი სოციალურ ქსელში რუსეთში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.

მან ორშაბათი არასამუშაო დღედ გამოაცხადა.

"ძვირფასო მოქალაქენო, მოსკოვში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამოცხადდა. მდგომარეობა რთულია. რისკების მინიმიზაციის მიზნით, მე, ოპერატიული შტაბის ფარგლებში, გადავწყვიტე ორშაბათი გამოვაცხადო არასამუშაო დღედ - გარდა ხელისუფლებისა და უწყვეტი ციკლის საწარმოებისა, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა და ქალაქის სამსახურებისთვის," - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რუსეთში 23 ივნისს სამხედრო არეულობა დაიწყო. "ვაგნერის" დაჯგუფება და მისი ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი ქვეყნის ხელისუფლებას უპირისპირდება და მოსკოვისკენ მიიწევს. არსებული ცნობებით,  ვაგნერმა უკვე დაიკავა როსტოვი და ვორონეჟი. ამ დროისათვის შეიარაღებული დაჯგუფების წევრებს დედაქალაქამდე სულ რამდენიმე საათის გზა დარჩათ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა