თეგებით ძიება

"დასავლეთის ქვეყნებს ვაფრთხილებთ, რუსეთის შიდა სიტუაციის საკუთარი რუსოფობიური მიზნების მისაღწევად ნებისმიერ მინიშნებებისგან თავი შეიკავონ" - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.

"შეიარაღებული აჯანყების მცდელობა, რომელსაც ადგილი ჰქონდა ჩვენს ქვეყანაში, მკვეთრ უარყოფას იწვევს რუსეთის საზოგადოებაში, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს. შეთქმულთა ავანტიურისტული მისწრაფებები, შინაარსობრივად, რუსეთში სიტუაციის დესტაბილიზაციისკენაა მიმართული, რათა ჩვენი ერთიანობა გაანადგურონ, ძირი გამოუთხარონ რუსეთის ფედერაციის ძალისხმევებს სანდოდ უზრუნველყოს საერთაშორისო უსაფრთხოება. ასე რომ, აჯანყება რუსეთის გარე მტრებს უწყობს ხელს. დასავლეთის ქვეყნებს ვაფრთხილებთ, რუსეთის შიდა სიტუაციის საკუთარი რუსოფობიური მიზნების მისაღწევად ნებისმიერ მინიშნებებისგან თავი შეიკავონ. ასეთი მცდელობები უპერსპექტივოა და გამოძახილი არ ექნებათ არც რუსეთში, არც საზღვარგარეთ ჯანსაღად მოაზროვნე პოლიტიკოსებში. დარწმუნებულები ვართ, რომ უახლოეს დროში სიტუაცია მოგვარდება", - ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რუსეთში 23 ივნისს სამხედრო არეულობა დაიწყო. "ვაგნერის" დაჯგუფება და მისი ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი ქვეყნის ხელისუფლებას უპირისპირდება და მოსკოვისკენ მიიწევს. არსებული ცნობებით,  ვაგნერმა უკვე დაიკავა როსტოვი და ვორონეჟი. ამ დროისათვის შეიარაღებული დაჯგუფების წევრებს დედაქალაქამდე სულ რამდენიმე საათის გზა დარჩათ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა