თეგებით ძიება

თურქეთი მზად არის ხელი შეუწყოს რუსეთში სიტუაციის დალაგებას - ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ ტაიპ ერდოღანი რუსეთში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.

მისი თქმით, თურქეთი მზად არის რუსეთში სიტუაციის დალაგებას ხელი შეუწყოს.

როგორც თურქეთის პრეზიდენტის ოფისი წერს, ერდოღანი პრობლემის "საღი აზროვნების" გზით გადაჭრას ემხრობა. მისივე თქმით, "არავინ არ უნდა ისარგებლოს რუსეთში არსებული სიტუაციით".  

შეგახსენებთ, რუსეთში 23 ივნისს სამხედრო არეულობა დაიწყო. "ვაგნერის" დაჯგუფება და მისი ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი ქვეყნის ხელისუფლებას უპირისპირდება და მოსკოვისკენ მიიწევს. არსებული ცნობებით,  ვაგნერმა უკვე დაიკავა როსტოვი და ვორონეჟი. ამ დროისათვის შეიარაღებული დაჯგუფების წევრებს დედაქალაქამდე სულ რამდენიმე საათის გზა დარჩათ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა